"UEFA"-ს რეიტინგში მიუნხენის "ბაიერნი" დაწინაურდა

"UEFA"-ს რეიტინგში მიუნხენის "ბაიერნი" დაწინაურდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ორთაბრძოლის შემდეგ, რა დროსაც ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "ლიონი" უპირისპირდებოდნენ (3-0), "ბავარიამ" "UEFA"-ს რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ დრომდე ეს პოზიცია მადრიდის "რეალს" ეკავა."


მიუნხენის "ბაიერნს" ისევე როგორც მადრიდის "რეალს" 134 ქულა აქვს მოპოვებული, თუმცა გერმანიის "რეკორდმაისტერმა" ევროსეზონზე 34 ქულა მოაგროვა, "სამეფო კლუბმა" კი მხოლოდ 17. სწორედ ამ მაჩვენებელის გამო, "ბაიერნი" პირველ ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში მიუნხენურ გრანდს კიდევ ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი - უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი. "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

ტოპ-10 კლუბის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1) მიუნხენის "ბაიერნი" - 134 ქ
2) მადრიდის "რეალი" - 134 ქ
3) კატალონიის "ბარსელონა" - 128 ქ
4) მადრიდის "ატლეტიკო" - 127 ქ
5) ტურინის "იუვენტუსი" - 117 ქ
6) მანჩესტერ "სიტი" - 116 ქ
7) "პარი სენ-ჟერმენი" - 113 ქ
8) "სევილია" - 100 ქ
9) მანჩესტერ "იუნაიტედი" - 100 ქ
10) "ლივერპული" - 99 ქ

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.