ლემპარდი: ვერნერს არ უმართლებს, თუმცა ეს მოცემულობა მალე შეიცვლება

"ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ვღელავ. თითოეული ფორვარდი იღწვის იმისათვის, რომ გოლი გაიტანოს, რადგან სწორედ ეს არის მათი საქმე. ბოლო წლებში ტიმომ საკუთარ აქტივს უამრავი გოლი შემატა და სწორედ ამის გამო გახდა ის ჩვენი გუნდისათვის დიდებული შენაძენი. რა თქმა უნდა, მას ესაჭიროება გარკვეული დრო ახალ ჩემპიონატში ადაპტირებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ის გამუდმებით იმყოფება სახიფათო პოზიციაზე და მეტოქე გუნდებს დიდ საფრთხეს უქმნის. ამჟამად მას არ უმართლებს, თუმცა ეს დროებითი ფაქტია. ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება და მის გოლებს კვლავ ვიხილავთ" - აცხადებს "ჩელსის" დამრიგებელი.
შეგახსენებთ, რომ 24-წლის გერმანელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები "არისტოკრატებს" 53 მილიონი ევრო დაუჯდათ. ტიმო ვერნერმა ლონდონის კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა.