ლევანდოვსკი: აღფრთოვანებული ვიყავი მათი თამაშით

ლევანდოვსკი: აღფრთოვანებული ვიყავი მათი თამაშით მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი მოიერიშე რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შესახებ საუბრობს. ასევე ასახელებს იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც ადრეულ ასაკში მისთვის ნამდვილი კუმირები იყვნენ.

"უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მესი და რონალდო საფეხბურთო მწვერვალზე იმყოფებიან. მათ უკან ჩამოტოვებას ვერავინ ახერხებს. თუ მხოლოდ ციფრებს შევხედავთ, მე მცირე რაოდენობით გოლები არ გამიტანია, როგორც ამ წელიწადს ისე განვლილ წლებშიც. მიუხედავად ამისა, მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მათ გვერდზე მჯდომი, თუმცა შემიძლია ჩემს მაგიდასთან მოვიწვიო ისინი."

"ჩემი კუმირები? აღფრთოვანებული ვიყავი დელ პიეროს, ტიერი ანრის და რობერტო ბაჯოს თამაშით. როდესაც ბავშვი ვიყავი, მიყვარდა მათი თამაშის ყურება. მაშინ მხოლოდ ვოცნებობდი დიდ არენაზე ასპარეზობას, რათა შემძლებოდა და ბოლომდე შემეგრძნო ეს ატმოსფერო."
- აცხადებს რობერტ ლევანდოვსკი გამოცემა France Football-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.