მესი: პანდემიამ ფეხბურთი კარდინალურად შეცვალა

"რთულია თუ არა ქომაგების გარეშე თამაში? დიახ, ძალიან მძიმეა. გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთის თამაში ნამდვილი კოშმარია. ეს არ არის სასიამოვნო შეგრძენება. როდესაც არენაზე ქომაგები არ არიან წარმოდგენილნი, მატჩი რიგით ვარჯიშს ემსგავსება და ძალიან დიდი დრო გჭირდება იმისათვის, რომ თამაშში შესაბამისი ჩართვა მოახერხო."
"სწორედ ამიტომაა, რომ მოცემულ მომენტში ამ რაოდენობის ე.წ თანაბარი თამაშია. პანდემიამ ფეხბურთი ძლიერ შეცვალა, თან უარესობისკენ. იმედს ვიტოვებ, მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება, ხალხს დავაბრუნებთ არენაზე და თავადაც დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრების რითმს." - ციტირებს გამოცემა Marca ლიონელ მესის სიტყვებს.
მოცემულ მომენტში "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება. კატალონიური გრანდის აქტივში 21 ქულაა მოგროვებული. პირველ ადგილს კი მადრიდის "ატლეტიკო" იკავებს (29 ქულა).