ლემპარდი: ტიაგო სილვა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია

"მახსოვს, როდესაც 36 წლის ასაკში ინგლისის პრემიერ ლიგაში ვასპარეზობდი, არ შემეძლო ტურიდან ტურამდე ყოველდღიური თამაში და საკუთარ ძალებში დარწმუნებული აღარ ვიყავი. ტიაგო სილვამ დიდი ხნის მანძილზე ითამაშა საფრანგეთში და მართალი გითხრათ, ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც. ვხედავ, რომ მას მაღალი კლასი გააჩნია, არის მომზადებული, მეორე სართულზე გამუდმებით იბრძვის და თამაშს მთელი გულისყურით უდგება. ეს ფეხბურთელი ჩვენი გუნდისათვის შესანიშნავი შენაძენია. ეს კარგად წარმოჩინდება, როგორც მწვანე საფარზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც", - აღნიშნა ლემპარდმა.
💥 P O W E R H E A D E R 💥@TSilva3 #CHEWHU pic.twitter.com/nWFfz4o07o
— Chelsea FC (@ChelseaFC) December 22, 2020