ლემპარდი: დიდებული მატჩი ჩავატარეთ

"ჩვენ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ, ძალიან რთული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მოცემულ მომენტში ჩინებულ ფორმაში იმყოფება. შესანიშნავად ვმოქმედებდით დაცვის ხაზშიც. ამ ორთაბრძოლამდე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ამიტომაც ლამაზ ფეხბურთს არ მოველოდი. მიუხედავად ამისა, დასახულ მიზანს თავი კარგად გავართვით. ეს მატჩი არ იყო იდეალური, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებში უბრალოდ ბრწყინვალედ ვმოქმედებდით. ყველაზე მეტად კმაყოფილი ვარ გუნდის მიერ გამოვლენილი ხასიათით. სწორედ ეს წარმოაჩინეს ბიჭებმა, ორი უიღბლო თამაშის შემდეგ", - აცხადებს ნამატჩევს ფრენკ ლემპარდი.
მოცემულ მომენტში ლონდონის "ჩელსი" მოპოვებული 25 ქულით, პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილს "ლივერპული" ისაკუთრებს, მათ აქტივში 31 ქულაა ფიქსირებული.
Back to winning ways! Great effort from everybody! 💪🏻 #KTBFFH #staysafe 💙🙏🏻 pic.twitter.com/tFXr69mfLO
— César Azpilicueta (@CesarAzpi) December 21, 2020