პერესი: საფეხბურთო სამყაროს დიდი რეფორმა ესაჭიროება

პერესი: საფეხბურთო სამყაროს დიდი რეფორმა ესაჭიროება მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რასაც თანამედროვე ფეხბურთი ეჯახება. პერესის განცხადებით საფეხბურთო რეფორმა აუცილებელია. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რა აზრის იყო ფლორენტინო ახალი ევროპული სუპერ-ჩემპიონატის ჩამოყალიბებაზე, მან შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"ყველაფერი შეიცვალა, ძველი მოცემულობა უკვე აღარ იქნება. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, მან უფრო უსუსრები გაგვხადა. ფეხბურთს ახალი ფორმულები ესაჭიროება. ფორმულები, რომლებიც სპორტის ამ სახეობას უფრო მეტად საინტერესოს და კონკურენტუნარიანს გახდის. "რეალი" აქტიურად მუშაობდა ახალი იდეების განხორციელებაზე, ჩვენ ვიყავით "ფიფას" დამაარსებლები 1904 წელს. ვმუშაობდით L’Eqiupe-სთან ერთად, რათა შეგვექმნა ევროპის სათასო ჭემპიონატი. ამ ცვლილებების გარეშე, ფეხბურთი არ იქნებოდა ისეთი, როგორც არის დღეს. საფეხბურთო სამყაროს რეფორმა ესაჭიროება. ფეხბურთის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ისევე როგორც ქომაგების თუ მოთამაშეების წინაშე." - ციტირებს გამოცემა AS ფლორენტინო პერესის სიტყვებს.

ახალი ევროპული სუპერ-ჩემპიონატის შექმნაზე აქტიურად წერს დასავლური პრესა. თუმცა, მომხრებთან ერთად ამ იდეას კრიტიკოსებიც ჰყავს. აი რას აცხადებდა არსენ ვენგერი რამდენიმე კვირის წინ - "ჩემი აზრით, ევროპა ამისთვის მზად არ არის. მოცემულ მომენტში ინტლისის ჩემპიონატი სხვა ჩემპიონატებს აღემატება, სწორედ ამიტომ მათ ამის განადგურება სურთ. ამ მიზნის სისრულეში მოყვანის საუკეთესო გზა კი ევროპული ლიგის შექმნაა. ეს იქნება ინგლისის პრემიერ-ლიგის გააზრებული მკვლელობა. თუ ისინი ინგლისური კლუბებიდან თანხმობას მიიღებენ, სწორედ ასე მოხდება.

დიახ, ესეც ფეხბურთია, თუმცა დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ინვესტორების და მფლობელების ეპოქაში. ინვესტორისთვის კი პირველი მიზანი ფულის კეთებაა. ევროპული სუპერ ლიგა კი ალბათ, დიდი ფულის კეთების საუკეთესო საშუალება გახდება."
- აცხადებს ვენგერი გამოცემა The Guardian-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.