ჯუნტოლი: მილიკმა და ლორენტემ, შესაძლოა სხვა კლუბს მიაშურონ

ჯუნტოლი: მილიკმა და ლორენტემ, შესაძლოა სხვა კლუბს მიაშურონ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, საკუთარი კლუბის სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით "ნაპოლი" ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს, თუმცა შესაძლებელია რამდენიმე მოთამაშე ტრანსფერზე დააყენოს.

"სატრანსფერო ფანჯარა - ეს ყველას საერთო პრობლემაა. გვყავს თავდამსხმელები, რომელთა ტრანსფერიც მრავალ კლუბს ენდომებოდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავიცადოთ და მშვიდათ ვუყუროთ მოვლენათა განვითარებას. არკადიუშს სურს, რომ უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რათა მიეცეს შესაძლებლობა და ევროპის ჩემპიონატს შესაბამისი კონდიციებით შეხვდეს. ეს არის მისი სურვილი. არ ვფიქრობ, რომ კიდევ ვინმეს გავიფორმებთ, რადგანაც შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია. ტრანსფერები შეეხება მხოლოდ მილიკს და ლიორენტეს? დიახ, ეს შესაძლებელია", - აცხადებს "ნაპოლის" ხელმძღვანელი გამოცემა Football Italia-სთან საუბრის დროს.

მოცემულ მომენტში "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ამ კლუბის აქტივში 23 ქულაა მოგროვებული. 13 ტურის შემდეგ რეიტინგს "მილანი" ლიდერობს (31 ქულა).

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.