გვარდიოლა: სტოუნზი დიდებული ფეხბურთელია

"ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. დაბრუნდა თუ არა შემადგენლობაში, ყველაფერი მყისიერად შეიცვალა. ჯონმა შესანიშნავად იასპარეზა, რუბენ დიეშთან დაწყვილებაც გამორჩეული იყო. ოთხივე უკანახაზელმა დიდებული თამაში აჩვენა. ეს კი მარტივი საქმე არ არის.
ის ჩვენი გუნდის რიგებში თითქმის ხუთი სეზონია რაც ასპარეზობს. კარგად იცის რა მოეთხოვება მას და რა უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ გასულ წლებში ეს მას კარგად არ გამოსდიოდა, ახლა კი ყველაფერი შეცვლილია. განიცადა ადაპტაცია, არ არსებობს ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ის კარგად წარმოადგენს საკუთარ თავს უბურთოდ თამაშის დროსაც. მისით კმაყოფილები ვართ. გარდა ამისა აღსანიშნავია სტოუნზის პიროვნული თვისებებიც. მშობლებმა მისით უნდა იამაყონ. გაუმართლა მის ქალიშვილსაც, რადგან სტოუნზი დიდებული მამაა", - ციტირებს გამოცემა Sky Sports პეპ გვარდიოლას სიტყვებს.