ვერნერი: ინგლისის ჩემპიონატი ურთულესია

"არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს შეადგენს შენი სატრანსფერო ღირებულება. როდესაც ახალ კლუბში მოდიხარ, აუცილებლად წააწყდები წნეხს. მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ არსებულ მოცემულობას გავუმკლავდები. ეს არ არის სიახლე. ზეწოლა გაცილებით დიდია, ვიდრე წინა წლებში იყო. მე მიმაჩნია, რომ კარგი ფეხბურთელები კიდევ უფრო კარგები ხდებიან, როდესაც ამგვარ წნეხში ექცევიან. ეს არის ჩემი გეგმა. წნეხის ქვეშ ასპარეზობას ვაპირებ.
"პრემიერ-ლიგა განსხვავდება იმ ლიგებისგან სადაც ვთამაშობდი. ინგლისის ჩემპიონატი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი, ვიდრე ეს გერმანიაში იყო. გარკვეული მოლოდინები მქონდა, თუმცა არა ამ მასშტაბის." - ციტირებს ტიმო ვერნერის სიტყვებს გამოცემა Sky Sports.
მოცემულ მომენტში ლონდონის "ჩელსი" მერვე ადგილზე იმყოფება. "არისტოკრატების" აქტივში 22 ქულაა მოგროვებული. პირველ პოზიციას "ლივერპული" ისაკუთრებს (31ქულა).