პიოლი: ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ

"ეს არის დაფიქსირებული ფრე იმ რთულ თამაშში, რომელიც მიმდინარეობდა მძიმე საფარზე. შეგვეძლო შეხვედრის პირველ ნახევარში დავწინაურებულიყავით, რაც ტაქტიკურ ცვლილებებს გამოიწვევდა. გავაკეთეთ ყველაფერი და მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი რეზულტატი. ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. რთული შეხვედრა იყო, გაზონი არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად ტექნიკურები ვყოფილიყავით. გამარჯვების მოპოვებას ბოლო წამამდე ვცდილობდით, სამწუხაროდ დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ." - ციტირებს გამოცემა Football Italia სტეფანო პიოლის სიტყვებს.
12 ტურის შემდეგ, მოპოვებული 28 ქულით "მილანი" სატურნირო ცხრილის ლიდერია. მეორე ადგილს "ინტერი" ისაკუთრებს. "ნერაძურის" აქტივში 27 ქულაა ფიქსირებული.
Even on an off night, we manage to set new records. Find out what tonight's one is in our stats 👉 https://t.co/OP0O6pxRES
— AC Milan (@acmilan) December 16, 2020
Anche nelle serate no, continuiamo a stabilire nuovi record. Scopri qual è l'ultimo 👉 https://t.co/MhbWGaFJ77#GenoaMilan #SempreMilan pic.twitter.com/TOtdYohGd3