ანტონი: ბუნდესლიგაში ასპარეზობა ჩემი მიზანი იყო

ანტონი: ბუნდესლიგაში ასპარეზობა ჩემი მიზანი იყო საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" ახალწვეული ვალდემარ ანტონი, გამოცემა Transfermarkt -თან მიცემულ ინტერვიუში მის ამჟამინდელ სიტუაციაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 24 წლის ცენტრალური მცველის განცხადებით, ბუნდესლიგაში თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს, რომ საკუთარი ძალები რუსეთის ჩემპიონატშიც მოსინჯოს.

"როდესაც ეს თემა აქტუალური გახდება, მე ვიფიქრებ რუსულ პასპორტზე. ახლა კი ჯერ ძალიან ადრეა. ერთი რამ ნათელია - მთელი ჩემი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. იქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, აქ გერმანიაში. თუ მსგავსი წინადადება მოვა, მაშინ ჩემს არჩევანში გულს მივენდობი.

რუსეთიდან რამდენიმე სატრანსფერო წინადადება იყო. თუმცა ჯერჯერობით ეს ჩემთვის აქტუალური არ არის, რადგანაც მე ბუნდესლიგაში ვასპარეზობ. ეს მუდამ იყო ჩემი მთავარი მიზანი. ამავე დროს არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მომენტში რუსეთის ჩემპიონატშიც მოვსინჯო ძალები. ეს საინტერესო იქნებოდა. ახლა კი მაქსიმალური ყურადღებით, მხოლოდ ჩემს ახალ გუნდზე ვარ გადართული."
-ციტირებს გამოცემა Transfermarkt ვალდემარ ანტონის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.