ოფიციალურად : ლონდონის "არსენალმა" ვილიანი გაიფორმა

ოფიციალურად : ლონდონის "არსენალმა" ვილიანი გაიფორმა როგორც ლონდონის "არსენალის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, კლუბმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებების პროცესი და "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ვილიანი, ამიერიდან "მეთოფეების" ღისრებას დაიცავს.

ცნობილი ხდება, რომ 32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლონდონის  "არსენალთან" 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ახალი გუნდის რიგებში იგი 12 ნომრიანი მაისურით მოგვევლინება. აღსანშნავია, ისიც რომ ვილიანმა "ჩელსის" შემადგენლობა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

პრესაში გაჟღერებული ცნობების თანახმად ბრაზილიელ ფეხბურთელს "არსენალის" რიგებში საკმაოდ მსუყე ანაზღაურება ექნება. საუბარია 220 000 ფუნტ-სტერლინგზე კვირის განმავლობაში.

ვილიანი "არისტოკრატების" ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. სხვადასხვა დროს იგი ირიცხებოდა ანჟის, შახტიორის და კორინთიასის შემადგენლობაში. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ვილიანი 2011 წლიდან თამაშობს. რაც შეეხება განვლილ სეზონს, მან "ჩელსის" მაისურით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 7 ასისტი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.