ჯეკ გრილიში შესაძლოა «ლივერპულში» გადავიდეს

წყაროს ინფორმაციით 25-წლის ინგლისელი ნახევარმცველის შეძენას მერსესაიდული კლუბი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. ჯეკ გრილიშს მოქმედი კონტრაქტი «ასტონ ვილასთან» 2025 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
transfermarkt-ის ინფორმაციით 25-წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.
2020/21 წლების სეზონში გრილიშმა «ასტონ ვილას» მაისურით ჯამში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისელი ნახევარმცველის ანგარიშზე 6 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.