«მერსედესი» ლიუის ჰამილტონთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გუნდის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ლუის ჰემილტონის ციტატა გამოქვეყნდა, სადაც ბრიტანელი პილოტი სამომავლოდ მერსედესის რიგებში გამოსვლის სურვილს გამოხატავს. პოსტს თან ახლავს ორი სმაილი SOON და კალმიანი ხელი, რაც ხელშეკრულების გაფორმების ერთგვარი მინიშნებაა.
#Announce... 🔜✍️ pic.twitter.com/ShmgTyZg8h
— Mercedes-AMG PETRONAS F1 Team (@MercedesAMGF1) December 17, 2020
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი პილოტი «მერსედესის» ღირსებას 2013 წლიდან იცავს. გუნდის შემადგენლობაში ჰემილტონი 6-ჯერ გახდა ფორმულა 1-ის ჩემპიონი. 2020 წელს 35-წლის პილოტმა მეშვიდე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს დაეწია.
ლუის ჰემილტონის მოქმედი კონტრაქტი 2020-წლის სეზონის ბოლომდეა გათვლილი.