სულშერი: პოგბა შეუჩერებელი იყო

"რა თქმა უნდა, შესანიშნავად ვიცოდით პოგბას ძალების შესახებ, როდესაც საქმე ეხება მეორე სართულზე ბრძოლას. გვესმოდა, რომ ის ძალიან დაგვჭირდებოდა ხსენებულ შეხვედრაში და არა მხოლოდ ამ კომპონენტში. მან თითქმის ყოველი ბრძოლა მოიგო. მოედნის ხედვა, ქრეატიულობა... მართლაც ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა. ეს დიდებული გამოსვლა იყო.
"შეფილდთან" გამართული თამაშის შემდეგ უკმაყოფილების გრძნობა არ დამრჩენია. ძალიან რთულ შეხვედრაში, რთულ მეტოქესთან ბრძოლაში, გუნდმა მოიპოვა სამი ქულა. ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილად მისაღწევი გამარჯვება. "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა შთამბეჭდავი გოლები გაიტანეს. უნდა ვაღიაროთ, რომ "შეფილდს" მთელი არსენალი გააჩნია საღიფათო იარაღებისა, რომლითაც ძალუძს ნებისმიერ მეტოქეს დიდი ზიანი მიაყენოს.", - ციტირებს სულშერის სიტყვებს გამოცემა Goal.
Three more points in the bag 💼
— Manchester United (@ManUtd) December 18, 2020
🔴 #MUFC
#️⃣ #SHUMUN
🏆 #PL pic.twitter.com/CZDNzJdssv