მათეუსი: ეს დამსახურებული ჯილდოა!

მათეუსი: ეს დამსახურებული ჯილდოა! მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი მოიერიშე რობერტ ლევანდოვსკი, fifa-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა, გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ლოთარ მათეუსი. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მან ლევანდოვსკის მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ პოლონელმა ხსენებული ჯილდო დაიმსახურა.

"რობერტ, გილოცავ fifa-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებას. ვიცი რა გრძნობაა ეს. შენ დაიმსახურე ხსენებული ტიტული, არა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებზე მეტი გაიტანე ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე თუ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, არამედ იმის გამოც, რომ შენ "ბაიერნის" ნამდვილი სახე გახდი.

რამდენიმე წლის წინ შენ ბომბარდირი იყავი, ახლა კი ლიდერი ხარ, სანიმუშო ფეხბურთელი, რომელიც ეხმარება დაცვას, იძლევა ნამდვილ მაგალითს. ყველაფერი ეს იდელაურ ფეხბურთელად გაქცევს. ბედნიერი ვარ შენს გამო, მიახარია, რომ შენი დროც დადგა. მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელი წლის მოთამაშე გახდა. გილოცავ! დღეს გაქვს უფლება დალიო და ასე აღნიშნო მოპოვებული ჯილდო
", - აცხადებს ლოთარ მათეუსი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ