ჯონ ჯონსისა და ისრაელ ადესანიას ბრძოლა 2021 წელს გაიმართება

ჯონ ჯონსისა და ისრაელ ადესანიას ბრძოლა 2021 წელს გაიმართება UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა ჯონ ჯონსისა და ისრაელ ადესანიას ბრძოლა 2021 წლის ყველაზე მოსალოდნელ ბრძოლად დაასახელა და განაცხადა, რომ მზადაა ხსენებული დაპირისპირება რეალობად აქციოს.

«ეს ის ბრძოლაა, რომლის ხილვაც მსურს. ვიღაცამ მკითხა გუშინ 2021 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლის ჩატარება, რომ შემეძლოს რომელ დაპირისპირებას ავირჩევდი. სწორედ ეს არის ჩემი არჩევანი და ვგეგმავთ ეს არჩევანი რეალობად ვაქციოთ», - დანა უაითის სიტყვებს ციტირებს BT Sport.

სანამ ჯონ ჯონსისა და ისრაელ ადესანიას დაპირისპირება შედგება, სავარაუდოდ მანამდე მხარეები თითო-თითო შეხვედრას გამართავენ. როგორც დაგეგმილი იყო, ჯონსის დებიუტი შედგება მძიმე წონით კატეგორიაში, ხოლო ადესანია UFC-ს მოქმედ ჩემპიონს იან ბლაჰოვიჩს შეხვდება.

«გასულ კვირას ჯონსთან ვისაუბრე და ის მზადაა დაბრუნდეს. მას სწორი განწყობა აქვს, გავარკვიეთ, რომ კვლავ შესანიშნავად გვესმის ერთმანეთის. რაც შეეხება ისრაელს ძველი გეგმა ძალაშია, ის იანს დაუპირისპირდება. ორივე მხარე გახარებულია აღნიშნული ბრძოლით».

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.