ლევანდოვსკი: მაქსიმალური მობილიზება გვმართებს

"ძალიან გახარებული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ შეხვედრაში ორი გოლი გამეტანა. მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი სამი ქულაც. პირველ ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტი სტაბილურობა გამოვიჩინეთ. "ვოლფსბურგმა" დღეს ძალიან კარგად იასპარეზა. ბოლო დროს ჩვენს გუნდს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. წინ ერთი მატჩია დარჩენილი. შემდეგ კი მცირე პაუზა გველის.
მომავალ შეხვედრებში საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. არ აქვს მნიშნელობა, რამდენად კარგ ფორმაში იმყოფება "ლევერკუზენი". უნდა ვაჩვენოთ საკუთარი ფეხბურთი და მოვიპოვოთ გამარჯვება. პირველივე წუთებიდან უნდა ვიაქტიუროთ და არ უნდა დაველოდოთ იმას, როდის გაგვიტანენ გოლს", - აცხადებდს რობერტ ლევანდოვსკი.
250✌️⚽😀 pic.twitter.com/a2ZLj2693O
— Robert Lewandowski (@lewy_official) December 16, 2020