ფლიკი: გუნდმა ნამდვილი ხასიათი გამოავლინა

ფლიკი: გუნდმა ნამდვილი ხასიათი გამოავლინა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით "ვოლფსბურგთან" გამართულ შეხვედრას აფასებს. მატჩი "ბაიერნის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

გუნდს უნდა ჰქონდეს ხასიათი, დღეს სწორედ ეს ვაჩვენეთ. ამიტომ ჩვენი გამარჯვება, სრულებით დამსახურებულია. ვითამაშეთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ნეიტრალური ქომაგისთვის ეს დიდებული სანახაობა იყო. გაშვებული გოლის შემდეგ, შევძელით და მობილიზება მოვახდინეთ. მნიშვნელოვანი სიგნალი იყო შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება.

ნათელი იყო, რომ ამ ორთაბრძოლაში მხოლოდ გამარჯვება გვსურდა. ვესაუბრე დედაჩემს, რომელიც დღეს იუბილარია, დავპირდი, რომ სამ ქულას ავიღებდით. ასე, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ. ლევერკუზენში, ჩვენი მიზანი იქნება 2020 წელი წარმატებით დავასრულოთ
", - აცხადებდა ჰანს დიტერ ფლიკი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ