არტეტა: საკუთარ ფეხებს ვესროლეთ

— გაშვებული გოლის შემდეგ ფიქრისთვის დიდი დრო არ დაგვრჩა. მოვახდინეთ გარკვეული ასპექტების კორექტირება, რათა გვქონოდა შესაძლებლობა შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დაგვესრულებინა. ჩემი ფეხბურთელები დღესაც კარგად გამოიყურებოდნენ, ისევე როგორც ეს იყო სამი დღის წინ. გავიტანეთ ბრწყინვალე გოლი, აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საკუთარ ფეხებს ვესროლეთ.
გაბრიელის გაგდების გამო ძალიან გაწბილებული ვარ, რადგანაც სწორედ იმ მომენტში ერთ-ერთი ცენტრალური მცველის ცვლილებაზე ვფიქრობდი. ამისათვის კი დრო არ დამრჩა. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ჩვენ ერთი ქულა მოვიპოვეთ. ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ", - განაცხადა ნამატჩევს მიკელ არტეტამ.
მოცემულ მომენტში ინგლისის ჩემპიონატს "ლივერპული" ლიდერობს. "ენფილდის" ბინადრებს 28 ქულა აქვთ მოპოვებული. "არსენალი" მეთხუთმეტე ადგილზეა. მათი მონაგარი 14 ქულას ითვლის.
We know this is Not enough but we keep believing and working Hard that’s it 😤 pic.twitter.com/THVKKuumJF
— AUBA⚡️ (@Aubameyang7) December 16, 2020