ჯორდი ბენი: ქვინ ჰიუესი სულ მალე დომინანტად მოგვევლინება

ჯორდი ბენი: ქვინ ჰიუესი სულ მალე დომინანტად მოგვევლინება Vancouver Canucks-ის მცველი ჯორდი ბენი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში საქებარ სიტყვებს არ იშურებს ქვინ ჰიუესის მისამართით. შეგახსენებთ ეს უკანასკნელი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ამ სფეროს ექსპერტები მას უკვე უწინასწარმეტყველებენ წარმოუდგენელ კარიერას.

"უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ჰიუესი კიდევ უფრო მეტად აპირებს პროგრესირებას. ვერც კი წარმომიდგენია, ეს როგორ შეიძლება მოხდეს. როდესაც იგი გაიზრდება და კიდევ უფრო კარგი გახდება, ის ჰოკეის ნაციონალური ლიგის დომინანტად მოგვევლინება. იგი ყველასათვის საშიში მოთამაშე გახდება."-აცხადებდა ჯორდი ბენი საკლუბო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ჰოკეის ნაციონალური ლიგა ვადაზე ადრე შეწყდა. პლეი-ოფში ის 24 გუნდი მოხვდა, რომელთაც უფრო მაღალი გამარჯვებების პროცენტი ჰქონდა ფიქსირებული. ამის მერე, ეგრედ წოდებულ წინასწარ რაუნდებში კიდევ 8 კლუბმა დატოვა გათამაშება - "ტორონტო მეიფლ ლიფსი", "ფლორიდა პანტერსი", "ნიუ-იორკ რეინჯერსი", "პიტსბურგ ფინგვინზი", "ნეშვილ პრედატორსი", "ედმონტონ ოილერსი", "ვინიპეგ ჯეთსი" და "მინესოტა უაილდი".

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.