რონალდ კუმანი: «ბარსელონა სატურნირო ცხრილში თავის პოზიციას დაიბრუნებს»

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კუმანის გაწვრტნილი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ადგილზე იმყოფება და ჯამში 20 ქულა აქვს.
— ასეთი თავდადებითა და თამაშის ხარისხით ჩვენ სატურნირო ცხრილის იმ საფეხურზე დავბრუნდებით, სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ. დღეს ბარსელონამ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ბურთს ვაკონტროლებდით და პრესინგს შესანიშნავად ვასრულებდით. გამარჯვება დავიმსახურეთ», - რონალდ კუმანის სიტყვებს ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal.