ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ჟოზე მოურინიოს პასუხობს

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ჟოზე მოურინიოს პასუხობს «ლივერპულის» მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ჟოზე მოურინიოს სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგის 13-ე ტურში მერსესაიდელებთან მარცხს (1:2) უსამართლობა უწოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა: «დღეს საუკეთესო გუნდი დამარცხდა».

მატჩის შემდეგ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა დაწერა: «დღეს საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა»


«ტოტენჰემთან» მოპოვებული გამარჯვების შემდეგ «ლივერპული» პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მერსესაიდელებს 13 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვთ. «ტოტენჰემი» ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ საფეხურზე მყოფ გუნდს 3 ქულით ჩამორჩება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.