თომას მიულერის და მანუელ ნოიერის შეფასებები

თომას მიულერის და მანუელ ნოიერის შეფასებები როგორც ცნობილია, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და რომის "ლაციო" დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მანუელ ნოიერმა და თომას მიულერმა.

მანუელ ნოიერი - "ლაციო" ძლიერი გუნდია, თუმცა ამ მატჩს ფავორიტების რანგში ვხვდებით. მათ ბრწყინვალე შემტევები ჰყავთ. ვიცით, თუ რამდენად საშიში ფეხბურთელია ჩირო იმობილე. ლევანდოვსკი, დიდი მოუთმენლობით ელის ამ დუელს. მეც შესაბამისად ვემზადები ხსენებული დაპირისპირებისთვის. რომის არენიდან შესანიშნავი მოგონებები დაგვრჩა, როდესაც უწინ "რომა" დავამარცხეთ. მიროსლავ კლოზეს შუეძლია ჩვენში შესაბამისი განწყობა შექმნას, ის ხომ სწორედ "ლაციოს" რიგებში თამაშობდა. ამ შეხვედრას დიდი ინტერესით ველით. გვსურს გამარჯვება მოვიპოვოთ და შემდგომ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ."

თომას მიულერი - "ლაციო" ჯგუფურ ეტაპზე "დორტმუნდთან" ერთად იყო დაწყვილებული, სწორედ ამიტომ მათი თამაშები ვიხილე. ეს არის მეტოქე, რომელიც შეტევაში გამორჩეულია. განსაკუთრებით მაშინ თუ მატჩს ატარებს ჩირო იმობილე. აუცილებელი იქნება მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, თუმცა რა თქმა უნდა, შემდგომ ეტაპზე გასვლა გვწადია. რომი ლამაზი ქალაქია, რომელთანაც ბრწყინვალე მოგონებები გვაკავშირებს, გვახსენდება "რომასთან" გამართული მატჩი"

პირველი მერვედფინალური მატჩი რომის "ლაციოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 24 თებერვალს გაიმართება. რომში ჩანიშნული შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.