ფლიკი: ეს შთამბეჭდავი დუელი იქნება

"კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები ვართ. იტალიური კლუბების წინააღმდეგ თამაში, მარტივი არ არის. კლოზესთვის ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მატჩი იქნება. მის გამო მოხარულები ვართ. ველით, რომ ეს შეხვედრა შთამბეჭდავ დუელად იქცევა. ვუყურეთ მეტოქე გუნდის თამაშებს ჯგუფურ ეტაპზე და პირველი წარმოდგენები უკვე შეგვექმნა", - აცხადებს ფლიკი.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მიროსლავ კლოზემაც: "ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დამიკავშირდა რომიდან. მე უბედნიერესი ვარ. მსურდა, რომ "ლაციო" შეგვხვედროდა. ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ამ კლუბთან და ამ ქალაქთან. ეს საკმაოდ საშიში მეტოქეა, რომელიც ინძაგის მეთვალყურეობის ქვეშ თამაშობს 5-3-2 სისტემით. დაცვაში კი ნამდვილ ციხესიმაგრეს ქმნიან. ურთულესი დავალების ამოხსნა გვმართებს. ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ", - აღნიშნა მირო კლოზემ.