მოურინიოს თქმით სონ ჰიუნ-მინს კარიერის დასრულება «ტოტენჰემში» სურს

— სონის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით სიახლე არ მაქვს, თუმცა მას ვენდობი და დენიელ ლევისაც (ტოტენჰემის პრეზიდენტი). ვიცი, რომ სონს გუნდში კარიერის დასრულებამდე დარჩენა სურს, ამიტომ ვფიქრობ ის ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ამის გაკეთებას ახლავე არ ვითხოვ, ახლა შესაფერისი დრო არ არის», - ჟოზე მოურინიოს სიტყვებს ციტირებს Goal.
2020/21 წლების სეზონში სონმა «ტოტენჰემის» მაისურით ჯამში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კორეელი ფეხბურთელის ანგარიშზე 13 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა. სონის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
transfermarkt-ის ინფორმაციით 28-წლის შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 75 მილიონ ევროს შეადგენს.