სტეფან დე ფრეი «ინტერთან» კონტრაქტს გაახანგრძლივებს

წყაროს ცნობით ნერაძურისთან მოქმედ ხელშეკრულებას დე ფრეი 2025 წლამდე გაახანგრძლივებს. 28-წლის ცენტრალურ მცველს მიმდინარე კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
გავრცელებული ხმების თანახმად ჰოლანდიელი ფეხბურთელით «მანჩესტერ იუნაიტედია» დაინტერესებული.
2020/21 წლების სეზონში დე ფრეიმ «ინტერის» მაისურით ჯამში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და არცერთი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია თავი. transfermarkt-ის ინფორმაციით 28-წლის ჰოლანდიელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.