ვიტსელი: პირველ ტაიმში უკეთ თამაში გვმართებდა

"ყოველთვის სასიამოვნოა იქ დაბრუნება სადაც ოდესღაც თამაშობდი. მოხარული ვარ, რომ გოლის გატანით გამოვიჩინე თავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგანაც დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი "ზენიტისა" და მისი გულშემატკივრების მისამართით. სანქტ-პეტერბურგში შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული.
კარგია, რომ კვლავ შევძელით და სამი ქულა მივითვალეთ. ალბათ, პირველ ტაიმში კიდევ უფრო უკეთ თამაში გვმართებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც საკუთარ კარებში გოლი მივიღეთ. შესვენების შემდეგ მოვუმატეთ და გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. დაკავებული პირველი ადგილის გამო, ძალიან ბედნიერები ვართ." - ციტირებს ბელგიელი ნახევარმცველის სიტყვებს უეფას პრეს-სამსახური.
Job done, group winners! Now focused on some important league games.🧞♂️ #JB22 #UCL pic.twitter.com/hxesRQ8nlS
— Jude Bellingham (@BellinghamJude) December 8, 2020