სულშერი განვლილ მატჩს აფასებს

"თამაშში ძალიან გვიან შევედით. ნამდვილი ხასიათი გამოვავლინეთ, როდესაც მატჩში ინტრიგა გაჩნდა, თუმცა არ შეიძლება მეტოქეს სამი გოლის გატანის შესაძლებლობა მისცე და ამის მერე ქამბექზე ფიქრობდე. ბოლოს არ გაგვიმართლა, მაგრამ ცდა ნამდვილად არ დაგვიკლია.
რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საკმარისად კარგები ვიყავით -არა, ეს ასე არ იყო. ჩვენი მთავარი მარცხი თურქეთში დაფიქსირდა. ასეთი მატჩების დროს ფიქრს იწყებ დაკარგულ ქულებზე. იმ ქულებზე რომელთა მოპოვებაც გმართებდა. დღეს გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. მატჩამდე კი კარგად ვიცოდით, რომ გადაცემებისგან თავი უნდა დაგვეცვა. ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.
ფეხბურთელები თვითგვემას არ უნდა მიეცნენ. რამდენიმე წუთით საკუთარი თავის კრიტიკა, შესაძლებელია ,მაგრამ ამით უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. შაბათს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ. სწორედ ამ ორთაბრძოლაზე უნდა ვკონცენტრირდეთ." - აცხადებს სულშერი ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
Read Ole's thoughts on Tuesday night's #UCL defeat.#MUFC
— Manchester United (@ManUtd) December 9, 2020