AS: ალონსო "ინდიანაპოლისის 500 მილი"-ს შესახებ საუბრობს

AS: ალონსო "ინდიანაპოლისის 500 მილი"-ს შესახებ საუბრობს ცნობილი ესპანელი მრბოლელი ფერნანდო ალონსო, გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში, მოახლოებული ტურნირის შესახებ საუბრობს.

"აქ მოვედი იმისათვის, რომ გამარჯვებას მივაღწიო, თუმცა ეს ძალიან რთული დავალებაა. შემეძლო ბარსელონაში წასვლა და იქ "რენოს"-თან ერთად მონაწილეობის მიღება, მაგრამ ახლა ინდიანაპოლისში ვიმყოფები. ძალიან კარგად მესმის, რამდენად რთული იქნება ამ რბოლაში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. ამის ნახვა ჩვენ კვალიფიკაციაზეც შევძელით, მიუხედავად ამისა რბოლის მიზანზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

სასტარტო პოზიცია იმით აიხსნება, რომ მე ჩემი "ბოლიდი" დავამტვრიე და მის ხელახლად ასაწყობად გარკვეული დრო დაგვჭირდა. რბოლის დროს უამრავი მუშაობა გველის, თუმცა ცდას არ დავაკლებთ. შესაძლოა იღბალმა ჩვენი მხარე დაიჭიროს."
-აცხადებს ფერნანდო ალონსო.

შეგახსენებთ, ალონსო დიდ ხანია რაც ავტოსპორტის სამმაგი გვირგვინის დაუფლებას ლამობს. იგულისხმება "მონაკოს გრა-პრი", "ლე მანის 24 საათი" და "ინდიანაპოლისის 500 მილი".

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.