ნაგელსმანი: კომპლიმენტები გუნდს!

"შეხვედრის მიწურული ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ შესანიშნავად ვთამაშობდით ხაგრძლივი პერიოდებით. ფებურთელებმა შეძლეს და კარგად განახორციელეს ის გეგმა, რაც გვქონდა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პირველ ნახევარში. ბიჭებმა მონდომება არ დაიშურეს და მოედანზე 100 პროცენტი გაიღეს. მატჩამდე მათ განვუცხადე, რომ ისინი ნამდვილი მანქანები არიან, მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს." - აცხადებს ნამატჩევს იულიან ნაგელსმანი.
მოპოვებული გამარჯვების წყალობით "ლაიპციგი" H ჯგუფის ლიდერია. გერმანული კლუბის აქტივში 12 ქულაა ფიქსირებული. მეორე ადგილს "პარი სენ ჟერმენი" იკავებს 9 ქულით. ასევე 9 ქულა აქვს მანჩესტერ "იუნაიტედსაც". "წითელი ეშმკები" მესამე პოზიციაზე არიან.
😄😄😄 pic.twitter.com/OBTdjIqnAn
— RB Leipzig English (@RBLeipzig_EN) December 8, 2020