დესტი: "ბარსელონა" ჩემი ოცნების კლუბია

"არჩევანის გაკეთება მიუნხენის "ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის? ასეთი არჩევანის გაკეთება მარტივი არ არის. "ბარსელონა" ჩემი ოცნების კლუბია. სწორედ ამიტომ გადმოვედი კატალონიურ გუნდში. დავინახე ახალი შესაძლებლობები, გუნდში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები. კუმანს სურდა ჩემი ხილვა "ბარსელონას" რიგებში, ასე რომ გადავწყვიტე ეს კარგი ვარიანტი იყო. ახლა ვთამაშობ ფეხბურთს და გაკეთებული არჩევანით კმაყოფილი ვარ. მოხარული ვარ, რომ გამოვიყენე შანსი, რომელიც მომეცა."
"როდესაც "ბარსელონაში" ჩემი დებიუტი შედგა, სრულებით არ ვნერვიულობდი. უბრალოდ ბედნიერი ვიყავი თამაშით. თუ ფეხბურთელი ნერვიულობს, მაშინ მან თავი უნდა შეიკავოს და მსგავს გუნდში არ უნდა გადავიდეს. დავინახე მომენტი, რა დროსაც შემეძლო თავის გამოჩენა და გუნდისთვის დახმარების გაწევა." - ციტირებს სერჟინიო დესტის სიტყვებს გამოცემა AP News.
19 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებთან 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მანამდე ის ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას იცავდა.