ნაგელსმანი: კმაყოფილები ვართ

ნაგელსმანი: კმაყოფილები ვართ საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი მიუნხენის "ბაიერნთან" გამართულ პაექრობას აფასებს (3:3). ნაგელსმანის განცხადებით, მისმა გუნდმა მაქსიმალური ძალები გაიღი და შედეგით კმაყოფილია.

"დაძაბული შეხვედრა იყო. ორივე გუნდმა დიდი ძალები გაიღო. ვფიქრობ, ნათლად გამოჩნდა, რომ ერთი დასვენების დღე დაგვაკლდა. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. შესვენების შემდეგ "ბაიერნმა" ზეწოლა გააძლიერა. რა თქმა უნდა, მათ უმაღლესი დონის გუნდი ჰყავთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ და ერთი ქულა შინ სიამოვნებით მიგვაქვს. ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე იმუშავეს." - აცხადებს იულიან ნაგელსმანი.

"ეს იყო ნამდვილი ტოპ-მატჩი, შესრულებული ორი გუნდის მიერ, რომელთაც მხოლოდ გამარჯვება ეწადათ. ჩვენი გეგმის დიდი ნაწილი წარმატებით შევასრულეთ. გვსურდა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოვჩენილიყავით მეტოქე გუნდის მცველების ზურგს უკან. სწორედ ასეთი მატჩების გამო ცხოვრობ. უბედნიერესი გრძნობაა ამ დროს მოედანზე ყოფნა. ჩემი გოლის დროს სრულიად თავისუფალი ვიყავი. გავიღეთ მაქსიმუმი და კარგი თამაში ვაჩვენეთ. "ალიანს არენაზე" გამარჯვება მარტივი საქმე არ არის. ჩემი აზრით, სრული საბაბი გვაქვს ვიყოთ კმაყოფილები." - ეს კი "ლაიპციგის" ნახევარმცველის, ემილ ფიორსბერგის სიტყვებია.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.