ლემპარდი: "ჩელსი" ჩემი ცხოვრების ნაწილია

ლემპარდი: "ჩელსი" ჩემი ცხოვრების ნაწილია ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი, გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, "არისტოკრატების" რიგებში თავს კომფორტულად გრძნობს და ხსენებულ პოსტზე დარჩენა მომავალ წლებშიც სურს.

"ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის რანგში გატარებული დრო, მყისიერად გაფრინდა. წინ 18 თვეა დარჩენილი. როდესაც ამ თანამდებობაზე დამნიშნეს, ბოლომდე ვაცნობიერებდი არსებული მოცემულობის სირთულეს. ვფიქრობ, ეს ბევრს ესმის. ახლა კი, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება დიდ ხანს ვიყო "ჩელსის" ნაწილი. ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, პროგრესირებას განაგრძობენ. ისინი გახდებიან უკეთესები და ამაში საკუთარი წვლილის შეტანა მსურს."

"გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბი, კონკრეტულად კი მფლობელი რომან აბრამოვიჩი. სწორედ ამიტომ, მოცემულ მომენტში მხოლოდ მოახლოებულ ორთაბრძოლებზე ვფიქრობ. გამიმართლა, რომ ვხელმძღვანელობ გუნდს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც ჩემი ცხოვრებისეული ნაწილი იყო. ამ კლუბში წარმატებების მიღწევა და დიდი ხნით დარჩენა მწადია."
- აღნიშნავს ფრენკ ლემპარდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.