ოქტავიან მორარიუ Rugby Europe-ს პრეზიდენტი გახდა

Rugby Europe-ს მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი რუსი კირილ იაშენკოვი იყო. ხმების შედეგების მიხედვით რუმინელმა 51 ხმა მოაგროვა, რაც ჯამური რაოდენობის 80%-ს შეადგენს. იაშენკოვმა, რომელმაც საკუთარი კამპანია ორი თვის წინ დაიწყო 20% მიიღო.
ხმის მიცემის პროცესში სულ 46 ქვეყნის კავშირი იღებდა მონაწილეობას. სამ-სამი ხმა აქვთ იმ ქვეყნების ფედერაციებს, რომლებიც ექვს ერში ასპარეზობენ, ხოლო ორ-ორი ხმის მიცემა შეეძლოთ ევროპის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე ქვეყნების ფედერაციებს, თითო ხმა ყველა დანარჩენს (სულ 63).
პრეზიდენტის არჩევნების გარდა დაკომპლექტდა დირექტორთა საბჭოც. იტალიისა და უელსის წარმომადგენლებს აჯობა რუსმა კირილ იაშენკოვმა და საბჭოში ადგილი მოიპოვა.
რუსის გარდა Rugby Europe დირექტორთა საბჭოში მოხვდნენ დანიის, საფრანგეთის, საქართველოს, შვეიცარიის, ინგლისის, ხორვატიის, ირლანდიის, ბელგიისა და პორტუგალიის წარმომადგენლებიც.