როდის დაასრულებს კარიერას ხოსეპ გვარდიოლა?!

— შაბათს ფულემთან მატჩი ჩემთვის 700-ე იქნება კარიერაში? შესანიშნავია, მინდა კიდევ 700 შეხვედრა ჩავატარო და შემდეგ დავასრულო კარიერა. როდესაც სამწვრთნელო საქმიანობა დავიწყე, არც მიფიქრია, რომ 700 შეხვედრას მივაღწევდი. ასეთ მოკლე დროში ამ რაოდენობის მატჩების ჩატარება შესანიშნავია», - ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს ციტირებს «მანჩესტერ სიტის» პრესს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ 49-წლის ესპანელმა მწვრთნელმა სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს «ბარსელონა B»-ში დაიწყო. 2008-დან 2012 წლის ჩათვლით ხოსეპ გვარდიოლა «კატალონიის ბარსელონას» წვრთნიდა. ესპანური გრანდიდან წამოსვლის შემდეგ 49-წლის სპეციალისტი რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი გახდა.
2016 წლიდან დღემდე კი «მანჩესტერ სიტის» დამრიგებლად გვევლინება.