კლოპი: რთული დრო დგება

კლოპი: რთული დრო დგება "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, მოსალოდნელი ტრავმიანობის შესახებ საუბრობს და 5 კაციანი ცვლილების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. კლოპის განცხადებით, გადატვირთული, გრაფიკი ტრავმის რისკს ზრდის.

"მომდევნო წელს გარეტ საუთგეიტი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ის ფეხბურთელები, რომელთა გამოძახებაც სურს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატისთვის, შესაძლოა ამისათვის მზად არ აღმოჩნდნენ. გარეტი მიიღებს იმას, რისი მიცემაც შეგვეძლება, თუ არ შეიცვლება 3 კაცის ცვლილების წესი."

"ფეხბურთში, თითოეული გუნდისათვის, ძალიან რთული დროება დგება. თითქმის ყოველი კლუბი, სამ დღეში ერთხელ თამაშობს. ახლა ყველა კარგად გაითავისებს, რამდენად რთულია ეს ყოველივე. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ 5 ცვლილების მოთხოვნაზე, მაშინაც კი თუ კენჭისყრა უკვე შედგა. ამ მომენტიდან, ცვლილების საკითხი, ყველა გუნდისთვის აქტუალური თემა იქნება. ყველა იგრძნობს განსხვავებას". - აღნიშნავს იურგენ კლოპი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ