იოელ რომერომ UFC დატოვა

იოელ რომერომ UFC დატოვა ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კუბელი მებრძოლი იოელ რომერო UFC-დან განთავისუფლებულია. წყაროს ცნობით 43 წლის სპორტსმენს კონტრაქტის თანახმად კიდევ სამი ბრძოლა უნდა გაემართა.

კუბელის მენეჯერი მალკი კავა ESPN-თან ინტერვიუში ადასტურებს, რომ რომერო UFC-ს მებრძოლი აღარაა: — მიუხედავად იმისა, რომ ამას არ მოველოდით მადლობა გვინდა უთხრათ UFC-ს პრეზიდენტს დანა უაითს, ჰანტერ კემპბელსა და მიკ მეინარდს ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც პრომოუშენმა მოგვცა. რომერო მზადაა გზა გააგრძელოს».

შეგახსენებთ, რომ რომეროს ბოლო ბრძოლა ამა წლის მარტში გაიმართა. მსაჯების გადაწყვეტილებით UFC-ს მოქმედ ჩემპიონთან ისრაელ ადესანიასთან კუბელი დამარცხდა. 43-წლის სპორტსმენი სამჯერ იბრძოდა UFC-ს ჩემპიონის ტიტულისთვის.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.