დაიერი: ჟოზემ საკუთარი სტილი დანერგა

დაიერი: ჟოზემ საკუთარი სტილი დანერგა "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ერიკ დაიერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ჟოზე მოურინიოს შესახებ საუბრობს. დაიერის განცხადებით, მოურინიომ ხსენებულ კლუბში, საკუთარი სტილი დაამკვიდრა. მასთან მუშაობით კი ყველა აღფრთოვანებულია.

"მან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად გუნდზე. აგვიხსნა, თუ როგორი კუთხით სურს ჩვენი ხილვა, როგორც მოედანზე ისე მის ფარგლებს გარეთ. როგორ ხედავს სავარჯიშო პროცესს. მოურინიომ საკუთარი სტილი მოიტანა, ყველას მოსწონს მასთან მუშაობა. მან ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და შემოიტანა მეტი სიცხადე. რა თქმა უნდა, რაც უფროდ მეტ დროს მუშაობ, ამა თუ იმ მწვრთნელთან და მის სამწვრთნელო გუნდთან ერთად, მით მეტად უგებთ ერთმანეთს."

"ჟოზე გამოირჩევა პირდაპირობით, ის არასდროს იცვლება. მასთან მუშაობა სასიამოვოა, რადგანაც პირნათელია ჩვენთან მიმართებით. იცის, როდის უნდა იჩხუბოს და როდის უნდა იხუმროს."
- ციტირებს გამოცემა BBC ერიკ დაიერის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.