ზლატან იბრაჰიმოვიჩს ზაფხულში კარიერის დასრულება სურდა

— ზაფხულში პიოლიმ მკითხა რა მსურდა. მე ვუპასუხე, რომ კონტრაქტის გაფორმებას აღარ ვაპირებდი, რადგან საკმარისი იყო. ვუთხარი, რომ ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მილანში კიდევ ერთი წლით დარჩენა არ მსურდა».
— მეორე დღეს ჩვენ კვლავ ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ კარიერის დასრულება მქონდა გადაწყვეტილი. ამის შემდეგ რაღაც შეიცვალა. მილანში დავრეკე და მაინც მოვაწერე ახალ კონტრაქტს ხელი», - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს ციტირებს GOAL.
39-წლის შვედის ანგარიშზე 11 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ზლატანმა 2020/21 წლების სეზონში მილანის შემადგენლობაში ჯამში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იბრაკადაბრას მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.