ალექსანდერ-არნოლდი და კეიტა საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ

ნახსენები ორი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო, თუმცა სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით გაიარეს და გუნდურ ვარჯიშებს დაუბრუნდნენ.
— ზუსტად არ ვიცი კვირას შეძლებენ თუ არა ვულვერჰემპტონთან თამაშს. ახლა ისინი პირველ ნაბიჯებს დგავენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა მდგომარეობაში იქნებიან. ვფიქრობ, არის შანსი, რომ ორივეს მოედანზე ვიხილავთ», - იურგენ კლოპის სიტყვებს ციტირებს «ლივერპულის» პრესს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ «ლივერპულსა» და «ვულვერჰემპტონს» შორის მატჩი კვირას, 6 დეკემბერს თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.