ენტონი დევისი: «ყველაზე მეტად შრიოდერის შეძენამ გამაკვირვა»

ენტონი დევისი: «ყველაზე მეტად შრიოდერის შეძენამ გამაკვირვა» «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ფორვარდი ენტონი დევისი იმ კალათბურთელს ასახელებს, რომლის ტრანსფერმაც ყველაზე მეტად გააკვირვა. Essentially Sports-თან ინტერვიუში 27-წლის ამერიკელი დენის შრიოდერს ასახელებს.

«ყველაზე მეტად შრიოდერის შეძენამ გამაკვირვა. უბრალოდ იმიტომ, რომ ამას საერთოდ არ მოველოდი. უსმენ ამ ჭორებს, თუმცა ამის თანამონაწილე არ ხარ და არ იცი რა არის მართალი და რა არა. როდესაც შრიოდერის შესახებ შევიტყვე ვიფიქრე: ვაუ ჩვენ ნამდვილად შევიძინეთ დენის შრიოდერი».

«ჩვენ მივიღეთ კალათბურთელი, რომელიც დაცვაში მონდომებულია, შეტევაში შესანიშნავად მოქმედებს და უბრალოდ შესანიშნავი ხასიათი აქვს. სწორედ ასე ვთამაშობდით გასულ სეზონში, ასე რომ ის შესანიშნავად ჩაჯდება ჩვენს გუნდში», – ენტონი დევისის სიტყვებს ციტირებს Essentially Sports.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.