კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვს პასუხობს

კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვს პასუხობს ორ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა. რუსმა სპორტსმენმა თქვა, რომ ირლანდიელთან ბრძოლას აპირებს.

ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებით MMA-ს ყველაზე დიდი პრომოუშენის ორგანიზატორები შეეცდებიან აღნიშნული დაპირისპირება UFC 257 ტურნირზე დააორგანიზონ.

«შენ შეგიძლია გაიქცე, თუმცა ვერ დაიმალები. ნუ გეშინია მეგობარო», - წერს ტვიტერზე კონორ მაკგრეგორი.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელს ადრესატი არ დაუკონკრეტებია, კონტექსტიდან გამომდინარე გასაგებია, რომ კონორი სწორედ ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართავს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე ტრადიციულად მაკგრეგორმა პოსტი წაშალა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.