მოურინიო: სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას 10-15 წელი ვაპირებ

მოურინიო: სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას 10-15 წელი ვაპირებ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გამოცემა Inews-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას მომდევნო 10-15 წლის მანძილზე გეგმავს. მისი თქმით, ხსენებული პროფესია უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

"ჩემი ასაკი 57 წელია, საკუთარი პროფესიისთვის საკმაოდ ახალგაზრდა ვარ. ვფიქრობ წინ კიდევ მაქვს 10-15 წელი. ყველა იმაზე საუბრობს, რომ უკვე ხანგრძლივი კარიერა გამაჩნია, თუმცა პირადად მე დასასრულს ჯერ ვერ ვხედავ, ზუსტად იმავე ჟინს და განწყობას ვგრძნობ, როგორც ეს უწინ იყო. მსურს ყოველდღე რაღაც ახალი ვისწავლო. მე სიამოვნებას ვიღებ. ამ საქმიანობას სტრესის გამო არ ვეწევი." - აცხადებს მოურინიო.

სულ რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიელი სპეციალისტი ჟურნალისტებთან საუბრის დროს საკუთარ გამოცდილებაზე ამახვილებდა ყურადღებას - "მე გამოცდილი ვარ. ძალიან გამოცდილი. ყველაფერი რაც ახლა, საფეხბურთო სამყაროში ჩემს თავს ხდება, ეს ერთგვარი დეჟავიუ არის. ყველაფერი ეს მე უკვე გადამხდენია უწინ. არსებობს პროფესიები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ფიზიკურ ფორმას. მაგალითად, ასეთები არიან ფეხბურთელები. 40 წლის მოთამაშეს არ აქვს ისეთი პოტენციალი, როგორიც 20 წლის ფეხბურთელს. ეს ეხება 30 წლის ფეხბურთელსაც თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ბრძანდებით. მთავარი მწვრთნელის საქმიანობა კი ტვინის არსებობას მოითხოვს. დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა, შენ გეხმარება უკეთესი გახდე." - ციტირებდა გამოცემა The New Paper ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.