«ნაპოლი» ჯენარო გატუზოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

«ნაპოლი» ჯენარო გატუზოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს Sky Sport Italia-ს მიცერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ნაპოლის» მთავარ მწვრთნელთან ჯენარო გატუზოსთან ახალ კონტრაქტზე ყველა დეტალი შეთანხმებულია და იტალიელი სპეციალისტი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ 42-წლის სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი «ნაპოლისთან» 2021 წლის სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ჯენარო გატუზო იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელად 2019 წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. 42-წლის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტი შეცვალა. გატუზოს ხელმძღვანელობით ნეაპოლიტანელებმა 44 შეხვედრა გამართეს, 26-ჯერ გაიმარჯვეს და 4-ჯერ ყაიმს დასთანხმდნენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.