ვაგნერ რიბეირო: ნეიმარი საუკეთესოა

ვაგნერ რიბეირო: ნეიმარი საუკეთესოა ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის ყოფილი აგენტი ვაგნერ რიბეირო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "პსჟ"-ეს შემტევი მოცემულ მომენტში მართლაც ჩინებულ ფორმაში იმყოფება და საკუთარი ფიზიკური კონდიციებით, ლიონელ მესისაც და კრიშტიანო რონალდუსაც აღემატება.

"მოცემულ მომენტში, ნეიმარი გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია ვიდრე ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ. იგი ორივეს აღემატება, როგორც ტექნიკით, ისე ფიზიკური მახასიათებლებით. ნეიმარი იმსახურებს "ოქროს ბურთს". ამ პრიზისათვის ერთამნეთს შეერკინებოდნენ ნეიმარი, კილიან მპაბე და რობერტ ლევანდოვსკი. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, გამოარჩევს თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ეს ძალიან რთული ფინალი იქნება, რადგანაც მიუნხენის "ბაიერნს" ბრწყინვალე გუნდი ჰყავს."-ციტირებს გამოცემა Goal ვაგნერ რიბეიროს სიტყვებს.

ნეიმარი "პარ სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში, 2017 წელს კატალონიის "ბარსელონას" რიგებიდან ჩაირიცხა. სატრანსფერო თანხა მოცემულ მომენტამდეც კი რეკორდულად რჩება. 222 მილიონი ევრო - სწორედ ამდენი გაიღო პარიზულმა გრანდმა 28 წლის ფეხბურთელისათვის.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.