ჯეიმს ჰარდენი «ჰიუსტონის» განკარგულებაში ამ დრომდე არ არის

ჯეიმს ჰარდენი «ჰიუსტონის» განკარგულებაში ამ დრომდე არ არის The New York Times-ის ინსაიდდერის მარკ შტეინის ტვიტერის საკუთარ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «ჰიუსტონის» შემტევი მცველი ჯეიმს ჰარდენი ამ დრომდე არ გამოცხადებულა კლუბის სავარჯიშო ბანაკში.

The New York Times-ის ინსაიდერის თქმით «ჰიუსტონის» მთავარი მწვრთნელი სტივენ საილასი დარწმუნებულია, რომ 31 წლის კალათბურთელი გუნდის პირველ ვარჯიშში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.


შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჰარდენს «ჰიუსტონის» დატოვება სურს, თუმცა კლუბი მიზნად 31-წლის მოთამაშის შენარჩუნებას ისახავს. ამერიკელი კალათბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში ჯეიმს ჰარდენმა 68 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34,3 ქულა მოაგროვა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.