დიეგო ჯოტა: რონალდო ჩემი კუმირი იყო

დიეგო ჯოტა: რონალდო ჩემი კუმირი იყო საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" პორტუგალიელი ლეგიონერი დიეგო ჯოტა, გამოცემა The Athletic-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ბავშობის კუმირი, კრიშტიანო რონალდო იყო.

"ფეხბურთელი უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლოს საქმე და დაუმტკიცოს მთავარ მწვრთნელს, რომ ის მოედანზე საკვანძო მოთამაშეა. ჩემი ყველაზე ადრეული საფეხბურთო მოგონება 2004 წელს უკავშირდება. ევროპის ჩემპიონატი... მაშინ პორტუგალია ფინალში გავიდა, თუმცა სამწუხაროდ დამარცხდა. 7 წლის ვიყავი და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს."

"ჩემთვის ფეხბურთი მუდამ იყო ერთგვარი ჟინი. კრიშტიანო რონალდო კი ჩემთვის ნამდვილი გმირი გახლდათ. მაშინ ის 19 წლის იყო. მიუხედავად ამისა ის უკვე ძალიან ხარისხიან თამაშს დემონსტრირებდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩემს ბავშობაში ის თამაშბდა მანჩესტერ "იუნაიტედის" და მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. ისევე, როგორც ყველა სხვა პორტუგალიელი ბიჭი, მეც რონალდოს ჩემს ორიენტირად განვიხილავდი."
- ციტირებს გამოცემა Goal-ი დიეგო ჯოტას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.