Football London: მოურინიო განვლილ მატჩს აფასებს

Football London: მოურინიო განვლილ მატჩს აფასებს "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ევროპის ლიგის ეგიდით ავსტრიულ "ლასკთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მატჩი ფრედ ანგარიშით 3-3 დასრულდა.

"ძალიან კარგად არ გვითამაშია. რეზულტატია უკეთესია, ვიდრე ჩვენი გამოსვლა იყო. მეორე ნახევარი, პირველ ტაიმს სჯობდა. ფეხბურთელების ნაწილმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა, ნაწილმა ცუდად ითამაშა. "ანტვერპენის" წინააღმდეგ ზუსტად ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ევროპის ლიგის საშინაო შეხვედრაში იყო. როდესაც ჩვენი გუნდი თამაშობდა ლასკის, ლუდოგორეცის ან ანტვერპენის წინააღმდეგ, მოთამაშეების ნაწილი თვლიდა, რომ მათი ადგილი არ იყო ამ ტურნირზე."

"ჩემი აზრით ეს არის საკითხი, რომელიც აჩვენებს საქმისადმი დამოკიდებულებას. მსგავს მოვლენას ადრეც შევჯახებივარ. მანჩესტერ "იუნაიტედში" მუშაობის დროსაც კი მქონდა მსგავსი, ცუდი სიტუაციები. მაშინ ორჯერ დავთმეთ შეხვედრა (გასვლითი მატჩები), თუმცა "პლეი-ოფების" დროს, როდესაც უკვე ძლიერ გუნდებს ვხვდებოდით, თერთმეტეული სულ სხვანაირად მოქმედებდა."
- ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოცემა Football London.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.